ავსტრიის კანცლერი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

საქართველო, თბილისი - 10:00 | 26.03.2018
ნანახია: 911

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გაზეთ Welt-თან ინტერვიუში სირიაში თურქეთის ქმედება გააკრიტიკა და ევროკავშირს მოუწოდა შეწყვიტოს თურქეთთან მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ფასეულობების საფუძვლების სისტემატური დარვევებია, ასვე ის, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმები არ სრულდება, ევროკავშირსა თურქეთს შორის ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს“, - განაცხადა კურცმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ თურქეთი ევროკავშირის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, რომელმაც უნდა ითანამშრომლოს სამეზობლოს კონცეფციის ფარგლებში.

როგორც ცნობილია, 20 იანვარს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის აფრინის რაიონში სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დაიწყეს. ხელისუფლების განცხადებით, ოპერაცია მიმართულია ქურთთა მუშათა პარტიისა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე