კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 09:44 | 26.03.2018
ნანახია: 755

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რეგიონის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
 მათი თქმით, ადგილზე 53 ცხედარი იპოვეს.

ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარი გუშინ გვიან გაჩნდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 48 ადამიანი.

დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, რომლებიც სავაჭრო ცენტრში საგაზაფხულო არდადეგების დაწყებას ზეიმობდნენ.

მომხდარის გამო   დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის იმ კომპანიის ხელმძღვანელი , რომელიც ამ სავაჭრო ცენტრს ემსახურება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე