საქართველო მეათედ "დედამიწის საათს" აღნიშნავს
საქართველო, თბილისი - 19:56 | 24.03.2018 ნანახია: 911„დაუკავშირდი დედამიწას“ - „დედამიწის საათის“ მეთერთმეტე რაუნდი მსოფლიოში 2018 წლის 24 მარტს აღინიშნა. ადგილობრივი დროით, საღამოს 20:30 საათიდან, კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ველოტური და გარბენი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პროფესიონალმა და მოყვარულმა ველომრბოლელებმა მიიღეს. გარბენში გომოვლენილ 6 გამარჯვებულს (3 ქალი, 3 მამაკაცი) სამინისტროსა და აქციის ორგანიზატორებისგან სპეციალური პრიზები გადაეცათ ხოლო, პირველ ადგილზე გასულებს თინათინ პაპუაშვილსა და გიორგი შეკრელიძეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „რონიუს პუნქტუას“ მაჯის საათები და წითელი ნუსხით დაცული სახეობების ნერგები გადასცა.
ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) და კომპანია „ვისოლის“ მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები "დედამიწის საათის" დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.
20:30 საათიდან, ერთი საათის განმავლობაში შუქები ჩაქვრება - საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში; გაეროს სახლში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, მშვიდობის ხიდზე, აღმაშენებლის გამზირზე - თამარ მეფის გამზირიდან პასტერის ქუჩამდე, კარგარეთელისა და ბაქოს ქუჩებს შორის, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარ ბრიუკენის მოედნამდე. მარჯანიშვილის მოედანზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების ბაღში, ახალ აღმაშენებელზე.
ასევე გამოირთვება საჯარო რეესტრის შენობის, მეჩეთის, ნარიყალას, საპატრიარქოს შენობის, მეტეხის ხიდის, ზემო და ქვემო ბეთლემის, ფერიცვალების ეკლესიის, ტელეანძის, ქართლის დედის და თავისუფლების მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის მონუმენტის მინათება. შუქები ჩაქვრება ბალნეოლოგიური კურორტის, წითელი ჯვრის შენობაში, დედაენის ბაღში და სხვა კერძო ორგანიზაციებში.
აქციის ფარგელბში, თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდება. კამპანია "ერთი საათის ფარგლებს" უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა