რიკოთზე ავტოცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა და მოძრაობა აიკრძალა

საქართველო, თბილისი - 21:43 | 23.03.2018
ნანახია: 958

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის150-ე კმ-ზე (სოფ. ხევთან)   თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და  ცეცხლი გაუჩნდა. რის გამოც,  გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.

მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე