„ქართული მარშის“ ექვსივე წევრს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 17:56 | 23.03.2018
ნანახია: 954

ე.წ. „ქართული მარშის“ ექვსივე დაკავებულ წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე დავით კურტანიძემ „ქართული მარშის“ წევრებს - გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. 

ექვსივე ბრალდებული პირი მანდატურის სამსახურმა სხდომათა დარბაზიდანვე გადაიყვანა შესაბამის დაწესებულებაში. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე