პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

საქართველო, თბილისი - 16:38 | 23.03.2018
ნანახია: 793

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

მას მხარი 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, 14 წინააღმდეგ წავიდა.

„საარჩევნო კოდექსში", როგორც ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას 75 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანონპროექტი არჩევნებზე ისეთი პროპორციული სიის წარდგენას გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც, სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა ყოფილიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე