ქალებს საჯარო სამსახურში სამუშაო დრო შევუმციროთ, მეტი დრო მივცეთ სახლისთვის - ზაზა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:00 | 23.03.2018
ნანახია: 980

თუ ის ადამიანები [ქალები] საჯარო სამსახურში არიან, მოდი, მათ შევუმციროთ სამუშაო დრო, მეტი დრო მივცეთ სახლისთვის, თავს მიხედოს, ოჯახს, სამეგობროს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა პაპუაშვილმა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გენდერული კვოტირება დაპირისპირებას მოიტანს.

„ამის კანონის ხარისხში აყვანა არ გამოიწვევს კარგ შედეგს. დავაპირისპირებთ ხალხს ერთმანეთთან, დაპირისპირებას შეუწყობს ხელს თორემ, იმას ნუ გვამტკიცებინებთ და უხერხულია, რომ ქალები როგორ გვიყვარს და როგორ პატივს ვცემთ. ქალს სჭირდება მოვლა, ქალს სჭირდება გაფრთხილება. თუ ის ადამიანები საჯარო სამსახურში არიან, მოდი, მათ შევუმციროთ სამუშაო დრო. მეტი დრო მივცეთ სახლისთვის, თავს მიხედოს, ოჯახს, სამეგობროს“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში გენდერული კვოტირების საკითხს განიხილავენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე