სოფელ მახუნცეთის საგზაო მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 23.03.2018
ნანახია: 846

ქედაში, სოფელ მახუნცეთის საგზაო მონაკვეთზე ქვიშით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. 

მომხდარის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა.

სატვირთო ავტომანქანა ქვიშისგან სპეციალურმა ტექნიკამ გაათავისუფლა. 

ადგილზე შესაბამისი ტექნიკით ავტომობილის გზის სავალ ნაწილზე გადაყვანას ცდილობენ.

მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად განახლდა.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე