საფრანგეთში სუპერმარკეტიდან მძევლებმა თავის დაღწევა მოახერხეს

საქართველო, თბილისი - 15:38 | 23.03.2018
ნანახია: 951

ფრანგული მედიის თანახმად სუპერმარკეტიდან მძევლებმა თავის დაღწევა მოახერხეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  შეიარაღებული მამაკაცის მიერ მძევლების აყვანის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტრების კომუნის მერმა განაცხადა.  

მამაკაცმა თავი „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრედ გამოაცხადა. ამის შესახებ ტელარხი BFMTV პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები სუპერმარკეტ Super U-ში აყვანა.

შემთხვევის ადგილი სამართალდამცველების მიერაა გარშემორტყმული. სპეცოპერაცია გრძელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე