საფრანგეთში სუპერმარკეტში შეიარაღებული მამაკაცის მიერ მძევლების აყვანის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:34 | 23.03.2018
ნანახია: 1421

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთში, ტრების კომუნაში სუპერმარკეტში შეიარაღებული მამაკაცის მიერ მძევლების აყვანის შედეგად. ამის შესახებ კომუნის მერმა განაცხადა.  

მამაკაცმა თავი „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრედ გამოაცხადა. ამის შესახებ ტელარხი BFMTV პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები სუპერმარკეტ Super U-ში აყვანა.

შემთხვევის ადგილი სამართალდამცველების მიერაა გარშემორტყმული. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე