ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 23.03.2018
ნანახია: 798

ნადეჟდა სავჩენკომ სასამართლო სხდომაზე შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა.
სასამართლო სავჩენკოს თავისუფლების აღმკვეთ ღონისძიებას განიხილავს. გენერალური პროკურატურა მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.  

სავჩენკო რადას სხდომათა დარბაზში გუშინ იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ დააკავეს.

გენარალური პროკურატურის ვერსიით, სავჩენკო და მისი მომხრეები რადასა და სამთავრობო კვარტალში ტერაქტს გეგმავდნენ. პროკურატურის თქმით, ამისთვის მათ მოქმედების ეტაპობრივი გეგმა შეადგინეს. ისინი თავიანთი გეგმის განსახორციელებლად იარაღის, მათ შორის ყუმბარმტყორცნებისა და ტყვიამფრქვევბის გამოყენებას აპირებდნენ.

ნადეჟდა სავჩენკომ აღიარა, რომ დონბასიდან მართლაც გამოიტანა იარაღი და დახაზა კიევში სამთავრობო კვარტლის განადგურების სქემა. თუმცა მისი თქმით, ეს მხოლოდ სიურეალიზმი და პოლიტიკური პროვოკაცია იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე