ილია მეორე წილკანში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 14:48 | 23.03.2018
ნანახია: 925

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე წილკანში ჩავიდა.

პატრიარქმა ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ის არჩილ ტატუნაშვილის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს აღავლენს.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე