მომწამვლელმა ნივთიერებამ სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ტვინი, შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს

საქართველო, თბილისი - 14:02 | 23.03.2018
ნანახია: 907

ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას ნერვულ-პარალიტური ნივთიერებით მოწამვლამ, შესაძლოა, სერიოზულად დააზიანოს მათი გონებრივი შესაძლებლობები. ამის შესახებ მოსამართლე დევიდ უილიამსმა ექიმებზე დაყრდნობით განაცხადა.

 „მომწამვლელი ნივთიერების მოქმედების ზუსტი ეფექტი მათ ჯანმრთელობაზე ჯერ გაურკვეველია, თუმცა სამედიცინო ტესტები აჩვენებს, რომ მათი გონებრივი შესაძლებლობები, შესაძლოა სერიოზულად დაზიანდეს“, - განაცხადა უილიამსმა.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. ბრიტანეთის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე