ჩრდლოეთ აფრიკიდან წამოსული ყვითელი ქვიშა თბილისის თავზეც გავრცელდა

საქართველო, თბილისი - 13:36 | 23.03.2018
ნანახია: 1580

საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ინფორმაციით, თბილისში ცის ყვითელი შეფერილობა სამხრეთიდან ჰაერის ნაკადით წამოსულმა ქვიშამ გამოიწვია. სპეციალისტების თქმით, დღეს თბილისში ყვითელი წვიმაა მოსალოდნელი.

ამასთან სოციალურს ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თბილისში ცის ყვითელი შეფერილობის შესახებ, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს განარტავს რომ, 23 მარტს თბილისის ცაზე გაჩენილი ყვითელი შეფერილობის ღრუბლები გამოწვეულია კავკასიის სამხრეთიდან ატმოსფეროს ზედა ფენებში ქარის მიერ გადმოტანილი ქვიშის ნაწილაკებით, რაც სპეციალისტების განმარტებით, არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა და რაიმე ექსტრემალურ პროცესთან ადგილი არ აქვს.

სინოპტიკოსების ცნობით, სავარაუდოდ, სამხრეთის რეგიონიდან ჰაერის ნაკადმა ქვიშა წამოიღო და ჰაერში გავრცელდა. სპეციალსიტების თქმით, აღნიშნული მოვლენა საფრთხეს არ წარმოადგენს. 

ყვითელი ქვიშა ჩრდილოეთ აფრიკიდან ქარმა წამოიღო და სამხრეთ ევროპის ქალაქები დაფარა. ყვითელი მტვერი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით საბერძნეთის კუნძულ კრეტას თავზე დაგროვდა. ამან კი პრობლემები შეუქმნა ადამიანებს, რომლებსაც სასუნთქი გზების დაავადებები აწუხებთ.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე