ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 23.03.2018
ნანახია: 1104

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოლაბარგში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე მამაკაცი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე