გუდაურში საბაგიროს დაზიანების გამო, ორმა პირმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:34 | 23.03.2018
ნანახია: 846

გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარტების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს. 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირებმა ეკონომიკის მინისტრს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე თავადვე მიმართეს. 

"ოპერატორი, რომელიც საბაგიროზე იყო, ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. ასევე, ორმა ადამიანმა მომმართა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები. ესენი არიან მთის კურორტების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას. ისინი აღნიშნულზე გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას. მათ მომმართეს, რომ შეჩერებოდათ თავიანთი უფლებამოსილებები”,- განაცხადა ქუმსიშვილმა. 

ცნობისთვის, „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე