ჩეხეთი სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატების გაძევებას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 12:28 | 23.03.2018
ნანახია: 896

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრე ბაბიშმა განაცხადა, რომ  ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამო პრაღა რუსი დიპლომატების გაძევებას არ გამორიცხავს.

 „ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ორშაბათს მთავრობის წევრებთამ ერთად ამ თემაზე ვიმსჯელებთ“, - აღნიშნა ბაბიშმა.

ამასთან  ჩეხეთის პრემიერმა განმარტა, რომ   საუბარია რამდენიმე და არა ათობით დიპლომატზე, როგორც ეს ლონდონში მოხდა.

ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთს სკრიპალის მოწამვლასთან კავშირი აქვს,  ლონდონმა უკვე გააძევა 23 რუსი დიპლომატი. მოსკოვი ამ ინციდენტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე