ავსტრალიის სანაპიროზე 150-ზე მეტი დელფინი გამოირიყა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:46 | 23.03.2018
ნანახია: 939

150-ზე მეტი შავი დელფინი გამოირიყა დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე ჰამელინის ყურეში. დელფინები მეთევზეებმა 23 მარტს აღმოაჩინეს. The Sydney Morning Herald-ის ცნობით, ძუძუმწოვრების პოვნის მომენტში 15 დელფინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ეკოლოგების თქმით, დღის ბოლომდე მოხალისეები და სპეციალისტები ცოცხლად გადარჩენილ დელფინებს ოკეანის სიღრმეში შეიყვანენ.

ამ დროისთვის ჰამელინ-ბეის სანაპირო დამსვენებლებისთვის დაკეტილია. ეკოლოგები შიშობენ, რომ მკვდარი დელფინების სუნი  ზვიგენებს მიიზიდავს და ნაპირის მოაწყდებიან.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე