შუახევში დაკარგული 14 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:24 | 23.03.2018
ნანახია: 1146

შუახევის სოფელ შუბანში, მდინარეში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს.

მოზარდს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 14 წლის ბიჭს ბურთი მდინარეში ჩაუვარდა და მის ამოსაღებად წყალში შევიდა, რის შემდეგად გაუჩინარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითვმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე