თურქეთში მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 23.03.2018
ნანახია: 914

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავი  F-16 ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა პილოტი. ამის შეახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

შტაბის წარმომადგენელთა თქმით, კატასტროფის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო საძიებო-სამაშველო სამუშაოები, რომლის დროსაც თვითმფრინავის ნამსხვრევებსა და პილოტის ცხედარს მიაგნეს.

ინციდენტი ნევშეჰირის პროვინციაში სასწავლო ფრენის დროს მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე