აშში დოკუმენტი ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახადების გაზრდის შესახებ ძალაში შევიდა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 23.03.2018
ნანახია: 761

აშშ-ში  23 მარტს ძალაში შევიდა კანონი ფოლადისა და ალუმინის პროდუქციის იმპორტზე გადასახადების გაზრდის შესახებ.  ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25 და 10%-იანი ტარიფები დააწესა. ამ ეტაპზე  სიიდან ამოიღეს ის ქვეყნები, რომელთა მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება 1 მაისს უნდა მიიღონ. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გადასახადების ზრდა 1 მაისამდე არ იმოქმედებს ავსტრალიის, არგენტინის, ბრაზილიის, კანადის, მექსიკის, კორეის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებზე.

„უნდა დავიცვათ და განვავითაროთ ფოლადისა და ალუმინის ჩვენი მრეწველობა, ამავდროულად, გამოვიჩინოთ მოქნილობა და ვითანამშრომლოთ მათთან, ვინც ნამდვილად ჩვენი მეგობარია ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში“, – განაცხადა დონალდ ტრმაპმა, დოლკუმნეტზე ხელის მოწერისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე