თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 23.03.2018
ნანახია: 848

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შეთმხვევის შედეგად 23 წლის მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად ორი მგზავრიც დაშავდა, ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე