ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი დანიშნა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 23.03.2018
ნანახია: 743

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერი პოსტს ტოვებს. 9 აპრილს მის ადგილს გაეროში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ჯონ ბოლტონი დაიკავებს.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჯერ „ტვიტერში“ დაწერა, შემდეგ კი თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მაკმასტერის, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და პრეზიდენტის შესაბამისი განცხადებები გაავრცელა.

 „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 2018 წლის 9 აპრილს ჩემი ახალი მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში გახდება გაეროში წარმომადგენელი ჯონ ბოლტონი. მადლობელი ვარ გენერალ მაკმასტერის, რომელმაც გასწია დიდი სამუშაო. ის სამუდამოდ ჩემს მეგობრად დარჩება“. - განაცხადა ტრამპმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე