„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის გამზირი ეწოდოს

საქართველო, თბილისი - 16:28 | 22.03.2018
ნანახია: 870

„ნაციონალური მოძრაობა“ გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ ინიციატივით გამოდის, მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის გამზირი ეწოდოს.

საკრებულოს დეპუტატის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, როდესაც ოკუპანტები იტაცებენ, კლავენ და მერე ცხედრის გადმოცემაზე ვაჭრობენ, ამ დროს საქართველოს დედაქალაქში გვაქვს მოსკოვის გამზირი.

"გამოვდივართ ინიციატივით გადაერქვას თბილისში მდებარე მოსკოვის გამზირს სახელი და მას დავარქვათ საქართველოს ეროვნული გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე