ორი მოქალაქის გატაცების შესახებ ევროკავშირის მისია ინფორმირებულია - სუს-ი

საქართველო, თბილისი - 16:21 | 22.03.2018
ნანახია: 924

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ აძვიდან ორი მოქალაქის გატაცების ფაქტს ადასტურებს.

მათი ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი გაიტაცეს.

დავით გერკეული და ივანე გუნდიშვილი საოკუპაციო რეჟიმმა სოფელში მდებარე წმინდა გიორგის სალოცავთან დააკავა.

სალოცავი, რომლის მიმდებარე ტერიტორიიდანაც გატაცება მოხდა, საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე