სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე - მიხეილ ჯანელიძე
საქართველო, თბილისი - 14:38 | 22.03.2018 ნანახია: 759საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მესამე შეხვედრაში და მისასალმებელი სიტყვით მიმართა პლატფორმის წევრებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გამჭირვალობისა და საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პირველად ჩართო სამოქალაქო საზოგადოება ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში, ასევე ისინი ჩართულნი არიან სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის ხედვები რეფორმებთან და ევროპული ინტეგრაციის გზაზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით არის ერთი და იგივე“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილა 2017 წლის მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კონტექსტში და პლატფორმის წევრებს სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ამასთან, მიხეილ ჯანელიძემ პლატფორმის წევრებს დაუდასტურა, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ევროინტეგრაციის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ეფექტურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და რა თქმა უნდა, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.
საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის ხელშეწყობა. პლატფორმა საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრებს აერთიანებს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა