არაბეთის გაერთიანებული საემიროების სასამართლომ სამ ქალს მამაკაცებად აღიარებაზე უარი უთხრა

საქართველო, თბილისი - 14:36 | 22.03.2018
ნანახია: 724

არაბეთის გაერთიანებული საემიროების სააპელაციო სასამართლომ სამ ქალს მამაკაცებად აღიარებაზე უარი უთხრა.
25 წლამდე ასაკის სამმა ქალმა პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მამრობითი სქესის ჩაწერა და ქალის სახელის მამაკაცის სახელებით შეცვლა მოითხოვა. სასამართლოში მათ რამდენიმე დოკუმენტი წარადგინეს ევროპის საავადმყოფოებიდან, სადაც მათ სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარების რეკომენდაციები მისცეს.

მათი ადვოკატის ალი აბდულა ალ-მანსურის თქმით, მისი კლიენტები თავს მამაკაცებად გრძნობენ, ამიტომ სურთ ქალის სხეულისგან გათავისუფლდნენ და ამისთვის სასამართლოს ოფიციალურ ნებართვას ითხოვენ.

მანამდე ფედერალური სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას  უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე