მელანია ტრამპმა არ იცის რა თქვას ოფიციალურ მიღებებზე და თავს უხერხულად გრძნობს პოლიტიკური ლიდერების გვერდით - მედია

საქართველო, თბილისი - 12:34 | 22.03.2018
ნანახია: 1369

აშშ-ის პირველ ლედის თეთრ სახლში ცხოვრება და ყურადღების ცენტრში ყოფნა საერთოდ არ მოსწონს. მასთან დაახლოებულმა წყარომ უცხოურ მედიას განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მელანიას ცხოვრება ტორნადოს დაემსგავსა.

„ის ცხოვრება, რომელიც მას დღეს აქვს ის არ არის, რაზეც ოცნებობდა. მისი ყოველდღიურობა კარდაშიანების ოჯახის რელითი-შოუს დაემსგავსა: - სკანდალები, განქორწინება,  სტატიების ხმაურიანი სათაურები“, - ამბობს წყარო.

ბოლო ხანეში ტრამპების ოჯახში მართლაც ბევრი სკანდალი დატრიალდა. ჯერ დონალდ ტრამპი პორნომსახიობთან ცოლის ღალატში დაადანაშაულეს. შემდეგ მედიის ყურადღება მიიქცია პრეზიდენტის ვაჟის განქორწინების ამბავმა. „როდესაც მელანია პრესაში ხმაურიან სათაურებს კითხულობს, ნოსტალგიით იხსენებს თავის მშვიდ წარსულს. ის რუტინული ცხოვრების მოყვარულია. მიჩვეულია ადრე დაძინებას და ადრე გაღვიძებას, საკუთარ თავსა და ოჯახზე ზრუნვა უყვარს. დონალდს კი ტელევიზორის ეკრანებზე ხშირი გამოჩენა მოსწონს, ისინი სრულიად განსხვავებულები არიან. ის ცხოვრების წესი, რომელსაც ტრამპი ირჩევს, მელანიასთვის შეუფერებელია“, -აღნიშნავს წყარო.

ამერიკული მედია წერს, რომ ხშირად მელანიამ არ იცის რა თქვას ოფიციალურ მიღებებზე და თავს უხერხულად გრძნობს პოლიტიკური ლიდერების გვერდით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე