ჰონკონგში ყოველი მეშვიდე მოქალაქე მილიონერია

საქართველო, თბილისი - 10:54 | 22.03.2018
ნანახია: 845

ბანკ Citibank-ის კვლევის თანახმად, 2017 წელს ჰონკონგის მცხოვრებთა შორის მილიონერების რაოდენობა 15 პროცენტით - ერთი მილიონი ადამიანით გაიზარდა.

სპეციალისტებმა კვლევა გასული წლის ნოემბერში ჩაატარეს. მილიონერების სიაში მოხვდნენ მოქალაქეები, რომლებიც ფლობდნენ ლიკვიდურ აქტივებს - ანაბრებს, საერთო ფონდებს, ობლიგაციებს 1 მლნ-ზე მეტი ჰონკონგური დოლარის ოდენობით.   

ასეთ ფინანასურ წინსვლას ექპერტები 2017 წელს  ბირჟაზე კოტირებებისა და უძრავი ქონების ზრდით ხსნიან.

Citibank-ი ასევე აღნიშნავს, რომ ჰონკონგოელების ასეთი კეთილდღეობის წყარო მათი მაღალი ხელფასებია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე