სარკოზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება

საქართველო, თბილისი - 10:06 | 22.03.2018
ნანახია: 815

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება.  მას 2007 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლიბიის მაშინდელი ლიდერის მუამარ კადაფისგან ფინანსური დახმარების მიღებაში ადანაშაულებენ.

ამასთან დაკავშირებით, ექს-პრეზიდენტი ადრეც დაკითხეს. 63 წლის სარკოზი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

 „ფრანს პრესი“ პროკურატურის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სარკოზი პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა სააგენტო ვერ ადასტურებს მოეხსნა თუ არა ყოფილ პრეზიდენეტს ბრალდებები.

ის, რომ სარკოზის საარჩევნო შტაბი კადაფისგან ფულს იღებდა, პირველად ლიბიელმა ბიზნესმენმა ზიად თაკიედინმა განაცხადა. მის სიტყვებს ზოგიერთი ლიბიელი მაღალჩინოსანიც ადასტურებს.

თაკიედინი ამტკიცებდა, რომ კადაფისგან მიღებული თანხის რაოდენობა ხუთ მლნ ევროს შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე