ავსტრალიის სანაპიროსთან ვერტმფრენი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 16:41 | 21.03.2018
ნანახია: 973

ავსტრალიის სანაპიროსთან ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა ორი ადამიანი, სამი კი დაშავდა.
ტელეარხ  9News-ის ცნობით, ვერტმფრენი კუნძულ ჰამილტონთან ზღვაში ჩავარდა. ბორტზე ოთხი მგზავრი და ერთი პილოტი იმყოფებოდა.

კომპანია Whitsunday Air Services-ი, რომელსაც ვერტმფრენი ეკუთვნოდა, აცხადებს, რომ  კატასტროფა იმ დროს მოხდა, როდესაც ვერტმფრენი დაშვებისთვის ემზადებოდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე