მოსწავლე გოგონებმა სკოლაში ცეცხლი გახსნეს და 7 თანაკლასელი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 16:21 | 21.03.2018
ნანახია: 959

რუსეთში, კურგანის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლე გოგონებმა თანაკლასელებს ცეცხლი გაუხნსეს.

მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახში შევიდნენ და ცეცხლი პნევმატური იარაღიდან გახსნეს. სროლის მიზეზი თანაკლასელებთან კონფლიქტი გახდა. ინციდენტის შედეგად შვიდი მოსწავლე სერიოზულად დაშავდა.

ერთ-ერთმა მოსწავლემ რუსულ მედიას განუცხადა, რომ სროლა გეოგრაფიის გაკვეთილზე მოხდა. მერვეკლასელმა გოგონამ მასწავლებელს უთხრა, რომ შეუძლოდ იყო და  სკოლის ექიმთან წაყვანა სთხოვა.

ამ დროს მეორე გოგონამ კარი შიგნიდან ჩაკეტა და სროლა დაიწყო. 13 წლის მოსწავლემ იარაღი სახლიდან წამოიღო.

გამოძიებაში პოლიციასთან ერთად ფსიქოლოგიური სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე