"ბოკო ჰარამმა" 76 გატაცებული გოგონა გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 21.03.2018
ნანახია: 835

ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა გატაცებული 110 ნიგერიელი მოსწავლიდან 76 გაათავისუფლეს. გოგონები თებერვლის ბოლოს გაიტაცეს.

გაზეთ Daily Post-ის ინფორმაციით, ხუთი გოგონა მებრძოლთა ტყცეობაში დაიღუპა.

 

ხელისუფლებამ გოგონების გათავისუფლება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე არაოფიციალური არხებისა და ქვეყნის მეგობრების დახმარებით მოახერხა. ხელისუფლების განცხადებით გათავისუფლების პროცესი გაგრძელდება.

 

24 თებერვალს მებრძოლებმა ნიგერიის იობეს შტატში 110 მოსწავლე გაიტაცეს. მათ ძებნაში ჩართული იყო შეიარაღებული ძალები და დამატებითი ავიაცია.

ნიგერიაში მოქმედი რადიკალური ისლამური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ განათლების დასვლური მოდელის წინააღმდეგ გამოდის და ქვეყნის მასშტაბით შარიათის შემოღებისთვის იბრძვის. უფლებადამცველთა განცხადებით, „ბოკო ჰარამის“ ძალადობრივი აქციების შედეგად ბოლო 8 წლის განმავლობაში 20 ათასამდე ადამიანია მოკლული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე