სან-ფრანცისკოში ნატურალური ბეწვისგან დამზადებული ტანსაცმლის გაყიდვა აიკრძალება

საქართველო, თბილისი - 14:36 | 21.03.2018
ნანახია: 901

ამერიკის ქალაქ სან-ფრანცისკოში 2019 წლის იანვრიდან ძალაში შევა კანონი ნატურალური ბეწვისგან დამზადებული ტანსაცმლის გაყიდვის შესახებ. ინფორმაციას The San Francisco Examiner-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების დადგენილების თანახმად, ამ ნორმის დამრღვევებს ათასდოლარიანი  ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ. ამასთან, ახალი კანონი არ შეეხება ტყავისა და შალისგან დამზადებულ პროდუქციას.

იმ მაღაზიებისთვის, რომლებმაც ნატურალური ბეწვისგან დამზადებული ტანსაცმლის დიდი პარტიები  გაცილებით ადრე შეიძინეს, აკრძალვა 2020 წლის იანვრამდე გადაიწევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე