„არ მიულოცოთ“ - ტრამპმა თავის მრჩეველს არ დაუჯერა

საქართველო, თბილისი - 14:06 | 21.03.2018
ნანახია: 1043

დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკთხებში მას მოუწოდებდა, რომ ვლადიმერ პუტინისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიელოცა, მაგრამ ტრამპმა ეს მაინც გააკეთა. ამის შესახებ The Washington Post-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომლებისთვისაც ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბრის შინაარსია ცნობილი.

გამოცემის ცნობით, ტრამპისადმი წარდგენილ ინსტრუქციებში ეწერა: „არ მიულოცოთ“.

პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას გამარჯვება მიულოცა და რიგი საკითები განიხილა, მათ შორის შეიარაღებაზე კონტროლისა და სირიაში, უკრაინასა და ჩრდილოეთ კორეაში შექმნილი სიტუაციის შესახებ.

მან ასევე თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. თეთრი სახლის პრეს-მდივნის სარა ჰაკაბის თქმით, პრეზიდენტებს სკრიპალის საქმე არ განუხილავთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე