ტეხასელი თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს მოკლეს

საქართველო, თბილისი - 13:45 | 21.03.2018
ნანახია: 730

აშშ-ში სპეცოპერაციის დროს ტეხასიი აფეთქებების შემსრულებელი მოკლეს. როგორც ცნობილია, ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ბოლო სამი კვირის განმავლობაში  ექვსი აფეთქება მოხდა, რომლებსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

CBS News-ის ცნობით, თავდამსხმელი მას შემდეგ მოკლეს, რაც ფედერალურ ტრასასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა.

შემთხვევის ადგილზე გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები მუშაობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე