"სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადადება არ განიხილება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:32 | 21.03.2018
ნანახია: 777

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადადება არ განიხილება, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

მისივე თქმით, არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს.

"არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "სითი პარკი" თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე