Facebook-ის აქციათა მფლობელები სოციალურ ქსელს მონაცემების გაჟონვის გამო სასამართლოში უჩივიან

საქართველო, თბილისი - 13:31 | 21.03.2018
ნანახია: 941

კომპანია Facebook-ის აქციათა მფლობელები კომპანია Cambridge Analitica-სთვის მომხმარებელთა მონაცემების გადაცემის გამო სოციალაურ ქსელს სასამართლოში უჩივიან.

მანამდე New York Times-ი წერდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპთან თანამშრომლობისისას   Cambridge Analitica-მ უკანონოდ მიიღო Facebook-ის 50 მლნ მომხმარებლის მონაცემები.

გამოცემის ცნობით, საჩივარში აღნიშნულია, რომ კომპანიამ მონაცემების გაჟონვის შესახებ ორი წლის განმავლობაში იცოდა, თუმცა პრობლემას საზოგადოებისა და ინვესტორებისგან მალავდა.

ასევე მასაჩუსეტის შტატის გუბერნატორმა მარა ჰელეიმ განაცხადა, რომ Facebook-ის და Cambridge Analytica-ს წინაღმდეგ დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე