მელორ ვაჩნაძე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:10 | 21.03.2018
ნანახია: 1701

სამართალდამცავებმა გვიან ღამით, სამოქალაქო აქტივისტი, მელორ ვაჩნაძე დააკავეს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვაჩნაძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვისაა დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძე ღუდუშაურის კლინიკაში საღამოს, არაფხიზელ მდგომარეობაში პაციენტთან იმ დროს ითხოვდა შესვლას, როცა ნახვის საათები დასრულებული იყო.

როგორც ცნობილია, ვაჩნაძემ კლინიკის დაცვას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.  

შსს-ს ცნობით, ვაჩნაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე