ნორვეგია რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო შეშფოთებულია

საქართველო, თბილისი - 12:54 | 21.03.2018
ნანახია: 834

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბაკე-იენსენმა ამერიკელ კოლეგასთან ჯეიმს მეტისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სამეფოში შეშფოთებულები არიან საზღვრებთან რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო.

  „ვაკვირდებით რუსეთის აგრესიულ ქმედებას ჩვენს საზღვრებთან და ყურადღებით ვადევნებთ თვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ბაკე-იენსენის თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სწავლება, რომელსაც რუსეთი ნორვეგიის ტერიტორიასთან ახლოს ატარებს.

 „სწავლების დროს რუსეთმა საკმაოდ მოკლე ხანში სამხედროების მნიშვნელოვანი რაოდენობა განათავსა ქვეყნის ჩრდილოეთით. ნორვეგიის საზღვართან ასევე დისლოცირებულია რუსული სარაკეტო სისტემები. ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს“, - დასძინა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე