ტატუნაშვილის ცხედარს სახესა და ხელებზე დაზიანებები აღენიშნება - ახალგორის გამგებელი

საქართველო, თბილისი - 11:29 | 21.03.2018
ნანახია: 1517

ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სახესა და ხელებზე დაზიანებები აღენიშნება.

 „უახლოეს ორ კვირაში გვექნება ექსპერტის დასკვნა და ამას ყველა ერთად გავეცნობით. თუმცა, აშკარაა, რომ მას ხელებსა და სახეზე გარკვეული ძალადობის კვალი აღენიშნება", - განაცხადა თინიკაშვილმა. მისი თქმით, ტატუნაშვილს შაბათს დაკრძალავენ. ის ჯერ გადასვენებული იქნება წეროვანში, წმინდა გიორგის ეკლესიაში, საიდანაც ქანდის სასაფლაოზე გადაასავენებენ.

ტატუნაშვილის ცხედარი ესპერტიზის ეროვნული ბიუროდან წილკანში დღეს, გამთენიისას გადაასვენეს.  

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან გუშინ გადმოასვენეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე