ისრაელმა აღიარა, რომ 2007 წელს სირიაში ბირთვული რეაქტორი დაბომბა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 21.03.2018
ნანახია: 822

ისრაელმა აღიარა, რომ 11 წლის წინ სირიაში ბირთვული რეაქტორი დაბომბა. ამის შესახებ არმიის პრეს-რელიზშია ნათქვამი.

ოპერაცია 2007 წლის სექტემბერში ჩატარდა. აღნიშნულია, რომ თითქმის დასრულებული ობიექტი დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში მდებარეობდა.

„ოთხმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავმა აიცილა ბირთვული საფრთხე არამხოლოდ ისრეალისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადეს ისრაელის სამხედროებმა.

არმიაში ასევე განმარტეს, თუ რატომ არ გახმაურდა ინფორმაცია იოპერაციის შესახებ, სამხერდროების თქმით, ისრაელი სირიის მხრიდან საპასუხო დარტყმისთვის ემზადებოდა.

„სულ რამდენიმე წლის შემდეგ დეირ-ეზ-ზორის პროვინცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დაიკავეს. ადვილი წარმოსადგენია რა ზიანის მოტანა შეეძლოთ მათ, თუ ბირთული ობიექტი ხელში ჩაუვარდებოდათ“, - აღნიშნეს სამხედროებმა.


 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე