ლონდონი ცდილობს მოსკოვთან ურთიერთობა განზრახ დაამძიმოს - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 11:19 | 21.03.2018
ნანახია: 747

„ლონდონი ცდილობს მოსკოვთან ურთიერთობები დაამძიმოს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მის იაპონელ კოლეგასთან, ტარო კონოსთან შეხვედრისას.

„ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განზრახ აირჩია კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დაზარალებას. თუ ისინი გააგრძელებენ ამ კურსზე სვლას, ჩვენი საპასუხო ქმედებები არ დააყოვნებს“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის მთავარი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი ითხოვდა ქიმიური იარაღის კონვენციის შესაბამისად თანამშრომლობას, რაზეც ლონდონმა უარი განაცხადი. „რუსეთის ქმედებები არის გამჭვირვალე და კონკრეტული, რასაც ვერ ვიტყვით ბრიტანეთის ხელისუფლებაზე“, - დასძინა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ბრიტანეთის მთავრობამ ყოფილი ჯაშუშის სკრიპალის და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა, ტერეზა მეიმ 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ვიზიტი ლონდონში და რუსეთთან უმაღლესი დონის ურთიერთობები გაწყვიტა. ლონდონის საპასუხოდ, მოსკოვმა 23 ბრიტანელი დიპლომატის რუსეთის დატოვების განკარგულება გასცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე