ტეხასში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 21.03.2018
ნანახია: 697

ამერიკის ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მორიგი აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად 30 წლის მამაკაცი დაშავდა.

ეს ბოლო სამი კვირის განმავლობაში ოსტინში უკვე მეოთხე აფეთქებაა. მანამდე, 2 და 12 მარტს  საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. კვირას ოსტინში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ბოლოს მომხადრი ინციდენტი წინა სამ აფეთქებას უკავშირდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე