შუახევში 14 წლის მოზარდს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 10:54 | 21.03.2018
ნანახია: 877

შუახევში, სოფელ შუბანში 14 წლის მოზარდს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს თამაშის დროს ბურთი ციცაბო ფერდობზე დაუგორდათ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ბურთს დაედევნა.

მისი სამძებრო სამუშაოები მდინარეში 18:00 საათიდან დაიწყო, საღამოს შეჩერდა და დღეს დილიდან განახლდება.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ბრიგადები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე