სანდრო ბრეგაძეს დაზიანებები არ აღენიშნება - ექიმი

საქართველო, თბილისი - 10:50 | 21.03.2018
ნანახია: 757

ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ექიმის, ნინო აქიაშვილის განცხადებით, „ქართული მარშის“ წევრი, სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში საკუთარი სურვილით მოათავსდა.  

„პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი. პაციენტი თავისი მოთხოვნით მოთავსებულია ჩვენს კლინიკაში“, - განაცხადა ექიმმა ნინო აქიაშვილმა.

სანდრო ბრეგაძე ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გადაიყვანეს ის ღუდუშაურის კლინიკაში.

მან საავადმყოფოდან სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ აწამეს. 

ცნობისთვის, 19 მარტს, „ქართული მარშის“ წევრებმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან აქცია გამართეს.  აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ სულ 6 პირი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე