ბრიტანელი დიპლომატები რუსეთს კვირის ბოლოს დატოვებენ

საქართველო, თბილისი - 11:57 | 20.03.2018
ნანახია: 735

დიდი ბრიტანეთის დიპლომატები რუსეთს ამ კვირის ბოლოს დატოვებენ. გასულ კვირას, რუსეთის საგარეო უწყებამ, 23 ბრიტანელი დიპლომატი ლონდონის საპასუხოდ "პერსონა ნონ-გრატად" გამოაცხადა და მათი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ელჩს რუსეთში ლოურენს ბრისტოუს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააცნეს. გაერთიანებული სამეფოს საელჩოს 23 თანამშრომელს ქვეყანა უახლოეს დღეებში უნდა დაეტოვებინა.

 

ცნობისთვის, გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, 23 დიპლომატის გაწვევის შესახებ. რასაც მოყვა მოსკოვის მხრიდან რეაქცია. მანაც მოითხოვა რუსეთიდან 23 დიპლომატის გაწვევა. მოსკოვმა ასევე დახურა სახელმწიფო საკონსულო სანკტ პეტერბურგში და შეწყვიტა ბრიტანული საბჭოს მოღვაწეობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე