ქალი ახალშობილ შვილებს საყინულეში 10 წლის განმავლობაში მალავდა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 20.03.2018
ნანახია: 1302

საფრანგეთში 38 წლის ქალი  ათი წლის განმავლობაში საყინულეში ახალშობილებს მალავდა. ამის სშესახებ The Local-ი წერს.  

აღნიშნულია, რომ ბავშვის ცხედარს მაცივარში ქალის ერთ-ერთმა ქალიშვილმა მიაგნო. საშინელი აღმოჩენის შესახებ მამას ხუან-კარლოს კანეტს მაშინვე უამბო, რომელმაც თავის მხრივ პოლიციას აცნობა.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვიდრე იპოვიდნენ, ახალშობილი 48 საათით ადრე ცოცხალი იყო. სამართლადამცველებმა კიდევ ოთხი ბავშვის გაყინული ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილი ბავშვების მშობლები დააპატიმრეს. მამაკაცს ბრალი დანაშაულის დამალვისთვის წაუყენეს.  თუმცა მან განაცხადა, რომ ცოლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა. საბოლოოდ ის გაამართლეს. საინტერესოა, რომ ხუან-კარლოსი თავისი შვილების მკვლელზე ნერვიულობს და მის მომავალ ბედზე წუხს.

შვილების მკვლელ დედას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე