დარწმუნებული ვარ, მანქანაში რომ არ მჯდარიყო ბატონი გაბუნია, აუცილებლად მოკლავდნენ სიამოვნებით, - მამა იერონიმე
საქართველო, თბილისი - 11:29 | 20.03.2018 ნანახია: 1808ის რაც მოვისმინე და დავინახე ''რუსთავი 2''-ის შენობასთან, არის მეორე უკიდურესობა და ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც ქრისტეს გარდა ყველაფერი დავინახე, - ასე ეხმაურება ათონის მთაზე მოღვაწე ბერი მამა იერონიმე "ქართული მარშის" მხრიდან "რუსთავი 2"-ზე განხორციელებულ თავდასხმას.
როგორც ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს, გაბუნიას ნათქვამი იმდენად დიდი სიმძიმის სიტყვა არ იყო, რამდენადაც ე.წ "ქრისტეს დამცველთა" მიერ შეძახილები: "იესო ქრისტეს როგორ აყენებ შეურაცხყოფას შენი დედა...", "ქრისტეს როგორ ახსენებ შე თე**ო" და ა.შ.
''ჩემი აზრით:
1) ბატონმა გიორგი გაბუნიამ, ნამდვილად დაუშვა შეცდომა, როცა ირონიულად წარმოთქვა გადაცემაში, ის რაც თქვა, რადგან მან წინასწარ იცოდა, რომ იესო ქრისტეს სახელი, ქართულ საზოგადოებაში არის ძალზედ სენსიტიური და მის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებას, აუცილებლად მოჰყვებოდა უარყოფითი დამოკიდებულება, ამიტომ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებად მივიჩნევ მის მიერ გაჟღერებულ სიტყვებს. ამიტომ მან აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ!
2) ის რაც მოვისმინე და დავინახე ''რუსთავი 2''-ის შენობასთან, არის მეორე უკიდურესობა და ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც ქრისტეს გარდა ყველაფერი დავინახე. როგორ შეიძლება ქრისტიანმა ადამიანმა, ამ მძიმე მარხვაში მეორე ადამიანს, თუნდაც ათეისტს და მტერს მიაყენოს ამ დონის შეურაცხყოფა და დარწმუნებული ვარ, მანქანაში რომ არ მჯდარიყო ბატონი გაბუნია, აუცილებლად მოკლავდნენ სიამოვნებით, მინიმუმ დაასახიჩრებდნენ.
3) მიმაჩნია რომ ბატონი გაბუნიას ნათქვამი იმდენად დიდი სიმძიმის სიტყვა არ იყო, რამდენადაც ე.წ "ქრისტეს დამცველთა" მიერ შეძახილები: "იესო ქრისტეს როგორ აყენებ შეურაცხყოფას შენი დედა...", "ქრისტეს როგორ ახსენებ შე თე**ო" და ა.შ, ამის გაგონებაც კი მზარავს...
4) ჭეშმარიტი ქრისტიანები ორმოცეულის მარხვის პროცესში არიან და ელოდებიან უფლის აღდგომის დღესასწაულს, სინანულით და სიხარულით... რომელ იქ მყოფ ადამიანში ამოიცანით მმარხველი?!
5) გაიჟღერა სიტყვებმა, "ეს რომ მუსლიმანურ ქვეყანაში მომხდარიყო, გაბუნიას ჩამოახრჩობდნენ, ან ცოცხლად გაატყავებდნენ და ჩვენ რატომ უნდა მოვითმინოთო".
ანუ გესმით თქვენ ეს სიტყვები რას ნიშნავს?! ადამიანებმა ისიც კი არ იციან რატომ არ უნდა მოკლან სხვა ადამიანი... იმიტომ რომ იმ უფალს, რომელსაც თითქოს თქვენ იცავთ, ნათქვამი აქვს თქვენდამი საუკუნეების წინ რომ არა "კაც-ჰკლა"!
თქვენ ვერ იაზრებთ, რომ ქრისტიანობა არ არის ჯიჰადისტობა?!
რომ გჭირდებათ მუსლიმებს ჰბაძავთ, მაგრამ მუსლიმებს კიარა ჯიჰადისტებს და რომ გჭირდებათ, ღორის თავს უკიდებთ მუსლიმებს მედრესეზე!
ღმერთმა შეგვამეცნებინოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა!", - წერს მამა იერონიმე.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან გუშინ დაპირისპირება მოხდა. მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა