სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ლესბოსელი მსახიობი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორობისთვის იბრძოლებს

საქართველო, თბილისი - 11:13 | 20.03.2018
ნანახია: 951

სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი სინტია ნიქსონი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის პოსტზე თავის კანდიდატურას აყენებს და მონაწილეობას გეგმავს დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში.

ნიუ-იორკში დიდი ხანია დადის ხმები, რომ ნიქსონი, რომელმაც სერიალში მირანდა ჰობსის როლი შეასრულა, ახლანდელ გუბერნატორთან ენდრიუ კუომოსთან ბრძოლას აპირებს.

მან თავისი კაპმანიის დაწყების შესახებ „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.

51 წლის მსახიობი ლესბოსელია. მან კრისტინ მარინონზე 2012 წელს იქორწინა.

ვიდეორგოლში, რომელიც მის საარჩევნო კამპანიას ეძღვნება, მსახიობმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკი უყვარს და არასდროს უოცნებია სხვაგან ცხოვრებაზე. „მიყვარს ნიუ-იორკი, არასდროს მსურდა სხვაგან მეცხოვრა, მაგრამ ცვლილებების დრო დადგა“.

„მინდა რომ ჩვენი მთავრობა კვლავ ამუშავდეს - ეს ეხება ჯანდაცვას, გადავსებული ციხეების ლიკვიდაციას და ჩვენი ავარიული მეტროს მოწესრიგებას“, - განაცხადა ნიქოსნმა.

სინტია ნიქსონი დიდი ხანია ნიუ-იორკში განათლების სისტემის რეფორმის მომხრეა.

 „ვამაყობ, რომ დავამთავრე სახელმწიფო სკოლა, მე მქონდა შანსები, რომლებიც ნიუ-იორკის მოსაწვლეების უმეტესობას აღარ აქვს“, - აღნიშნა სინტიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე